მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვარდების რევოლუციის“ გმირი რომ გისოსებში წევს, ვერ ვიქნები კმაყოფილი“ - გიული ალასანია

ვარდების რევოლუციის გმირი, რომ გისოსებში წევს, ვერ ვიქნები კმაყოფილი

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

გიული ალასანია ამბობს, რომ ექიმების და მედპერსონალის მხრივ კმაყოფილია.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესია. საერთოდ არის სუსტად, უჭირს სიარული, აქვს კუნთების პრობლემა. რეაბილიტაციას საკმაო დრო დასჭირდება. ექიმების და მედპერსონალის მხრივ კმაყოფილი ვარ. 

საერთოდ არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, არ მომწონს, ვერ ვიქნები კმაყოფილი. სარკმელზე არის გისოსები, რაც, რა თქმა უნდა, დამთრგუნველია“, - აცხადებს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კარლ ჰარცელი

⚫ საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია - სანდრო ცისკარიძე სააკაშვილზე]

 პერიოდულად შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას - ლომჯარია სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

 „იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება“ - ალექსანდრე ცისკარიძე