მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი“ - ელენე ხოშტარია

 ელენე ხოშტარია

„ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი,“ - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. 

„ყველა ისტორიული დღესასწაულის მიმართ გახსენების და დაფასების გარდა სულ პასუხისმგებლობის გრძნობა მაწვება ხოლმე. წარსულის გააზრება პირველ რიგში მომავლის კონტექსტშია სასარგებლო.
ხოდა ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი, ძლიერი სასამართლოთი და ინსტიტუტებით, სადაც ადამიანი მიზანია და არა საშუელება.

გული დამწყდა, რომ დღეს ფიზიკურად ჯაჭვში არ ვიდექი, მაგრამ ყურებით კი ვისიამოვნე და მუხტიც მივიღე“, - აცხადებს ხოშტარია. 

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო აქციებს 23 ნოემბერს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას! 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ფიცს“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 გია ვოლსკი - „ვარდების რევოლუციის“ ვარდები შეიცვალა ცოცხით, ყავარჯნიანი კაცით, მწამებელი გახდა ამ პოლიტიკური ძალის სიმბოლო