პოლიტიკა

ვიდრე უკრაინაში ომია, რისკები რჩება, აქედან გამომდინარე, რელევანტურია ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
1658916468
დაკოპირებულია

„ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წერილში საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გზავნილებია, დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს.

„არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები, ბუნებრივია, რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება, ასევე, საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია“ - ბიძინა ივანიშვილი

⭕ გამოკითხვა - თქვენი აზრით, რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ პოლიტიკაში?

⭕ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით - გიორგი გახარია ივანიშვილის განცხადებაზე

⭕ ივანიშვილი მარცხენა ხელით „ტროიკას“ უშვებს, მარჯვენით სიტუაციის ჩაცხრობა განიზრახა, ვურჩევ მარჯვენა გააძლიეროს - დავით უსუფაშვილი

⭕ „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს