მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს“ - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებიდან „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვებს წერილობით უპასუხა.

ის საუბრობს, რომ საქართველოში ჩამოსვლისათვის დიდხანს ემზადებოდა.

მისი თქმით, მან უხმაუროდ ჩამოსვლა არჩია, რადგან თავიდან აეცილებინა ის ვნებათაღელვა, რაც საზოგადოებაში განვითარდებოდა.

კითხვაზე, თუ რამ უბიძგა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„პირველი, ეს იყო დაუძლეველი, უსაზღვრო მონატრება. ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველოს სხვადასხვა ადგილები, პეკინის ქუჩა, ჩემი სადარბაზო, რუსთაველი, ვერა და 51-ე სკოლა, პირველი ექსპერიმენტული სკოლა, ბორჯომი, ბათუმი, ანაკლია, გაგრა... მეორე, ეს იყო რაციონალური, დიდი ხნის დიდი ხნის ნაფიქრი დასკვნა, როცა ვუყურებ დემოგრაფიას, გეოპოლიტიკას, შიდა ინსტიტუციების ჩამოშლას და ვფიქრობ, რომ ამ ხაზის მიღმა უკვე ისეთ ზონაში გადავდიოდით, რომ ამ ხაზიდან მობრუნება შეუძლებელი იქნება“.

რამდენი ხანი ემზადებოდა მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლისთვის?

„ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ“.

რატომ არჩია მიხეილ სააკაშვილმა რისკზე წასვლას ფარულად და უხმაუროდ მოქმედება? თუ ხედავს მსგავსებას ზვიად გამსახურდია და მას შორის?

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“.

რატომ გადაწყვიტა მან ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება პირველ ოქტომბერს?

„როდესაც გავასაჯაროვე, ვიცოდი, რომ კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით სწრაფად გვიპოვიდნენ. იმიტომ რომ ყველაზე ბევრი კამერა სწორედ იმ ადგილში დგას, სადაც ვიდეოებს ვიღებდი“.

სად იყო და რისი ნახვა მოასწრო საქართველოში ჩამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა?

„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი“.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣„დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ - მეუფე ნიკოლოზი

📣„საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის“ - თამარ გაბუნია

📣„პრაქტიკა, რომ საკუთარი მოქალაქე გამოითხოვო, მსოფლიოში არსებობს “ - ვოლსკი სააკაშვილზე

📣 „აქამდე ქართველი ხალხი ელოდა სააკაშვილს და ახლა მიშა ელოდება მათ“ - გუბაზ სანიკიძე