მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიმსჯელებთ ფრაქციაში და სხვა პარტნიორებთანაც - გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე 

„რეფორმების ჯგუფის“ წევრი გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ვინმეს მოსწონს თუ არა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უჭერენ თუ არა მას მხარს, ახლა საკითხი სხვაგვარად დგას და საუბარია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

გიორგი ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჰუმანიტარული მიზნებისთვის სააკაშვილის საქართველოდან გაყვანის ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს. 

„კარგი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა დროულად მოხდეს, რადგან როგორც ვიცით ყველა ექიმი, ვინც შედის, ყველა ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა. პოლიტიკურად მოგვწონს არ მოგვწონს, მხარს ვუჭერთ თუ არ ვუჭერთ, ეს საკითხი არ არის, ეს არის ადამიანური, ჰუმანიტარული საკითხი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ. 

რაც შეეხება თავდებობას, მსჯელობა გვექნება ფრაქციაში, სხვა პარტნიორებთანაც. მოდით ასე ვთქვათ, ეს ხომ პოლიტიკური ჟესტია, ჩვეულებრივი კაზუისტიკა. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვთქვით, რომ ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გაყვანას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

შეგახსენებთ, ენმ-ის ახალი ინიციატივით, თავდებობის დოკუმენტზე ხელმოწერით დეპუტატები ვალდებულებას იღებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებს, მკურნალობის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტი საპატიმროში დაბრუნდება.

 იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴  ანტიკონსტიტუციური იყო, როდესაც საქართველოს აჩვენეს, იატაკზე გართხმულ პრეზიდენტს როგორ მიათრევდნენ - ეკა ხერხეულიძე

🔴 მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით 5 პირობას აყენებს

🔴 ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე