პოლიტიკა

ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია და მათ შორის, ბასილაიას მსგავსს გალაქტიკურ შტერებს არ განვიხილავთ - თამარ ჩერგოლეიშვილი ლიკა ბასილაიაზე

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასიალაია-შავგულიძე
1655976252
დაკოპირებულია

„ამ ღლექალას ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია და მათ შორის ბასილაიას მსგავსს გალაქტიკურ შტერებს არ განვიხილავთ და უბრალოდ გათიშოს,“ - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს ლიკა ბასილაია-შავგულიძის ფეისბუკ სტატუს, სადაც ბასილაია გიგა ბოკერიას აკრიტიკებს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ის არ მიიჩნევს საჭიროდ ბასიალიას რამე აუხსნას:

„ამ ღლექალას ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია და მათ შორის ბასილაიას მსგავსს გალაქტიკურ შტერებს არ განვიხილავთ და უბრალოდ გათიშოს. ანუ არაფერ შუაშია ლიკა ბასილაია და ბოკერიას ბრიფინგი ერთმანეთთან. არც კი დამესიზმრება, რომ ასეთ რეგვენს ჩვენთვის ხმის მოცემა უნდა და მას რამე უნდა ავუხსნათ. გაცილებით მაღალი წარმოდგენა მაქვს ქართველ ერზე,“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას მოუსმინა და ახლა საზოგადოებას პოლიტიკოსების მხრიდან აგიტაცია მანიფესტაციაზე მისასვლელად არ სჭირდება.

„ბოკერიას ვუყურებ ახლა... არ სჭირდება ხალხს პოლიტიკოსების მხრიდან აგიტაცია მანიფესტაციაზე მოსასვლელად! რა მანიაა ეს თავის გამოდების კაცო, ან რატომ არ შეუძლია საკუთარი ეგოს დათრგუნვა! ახლა იმდენს იზამენ დააფრთხობენ ისევ შუაშისტებს - ვერ გაიგეს ვერა, რომ უნდა გაეცალონ სცენას ცოტა ხანი მაინც“, - წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.