მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც თვლის, რომ 3 ივლისს „ან ყველაფერი ან არაფერი“, ის ისევე ცდება, როგორც ცდებოდა შარშან, შარშანწინ, 2013 წელს და ა.შ“ - დავით ბერძენიშვილი

 „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი

„რაც მალე დამარცხდება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მალე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გაემზადება პოლიტიკური ხელისუფლების დასათმობად“, - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

დავით ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ათასობით ამომრჩეველი მოწინააღმდეგედ გადაიქცია.

ამასთან, „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ინტელექტუალური ელიტა ქვეყნის, სამოქალაქო აქტივისტები, აკადემიური წრეები, არასამთავრობო სექტორი და მედია, ეს ყველაფერი ერთად ხელისუფლების მოწინააღმდეგეა.

„3 ივლისს არ წყდება ყოფნა-არყოფნის საკითხი. ვინც თვლის, რომ 3 ივლისს „ან ყველაფერი ან არაფერი“, ის ისევე ცდება, როგორც ცდებოდა შარშან, შარშანწინ, 2013 წელს და ა.შ. „ყველაფერი ან არაფერი“ არ წყდება, მეტიც, იმ თემების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც საქართველოში აქტუალურია, წყდება სამხედრო ასპარეზზე უკრაინაში. რაც მალე დამარცხდება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მალე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გაემზადება პოლიტიკური ხელისუფლების დასათმობად.

თავის დროზე, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ერთად რომ მიდიოდნენ, ესტონეთმა გაასწრო დანარჩენ ორს და ორი წლით ადრე მიიღო ევროკავშირის კანდიდატობა, დააწიეს მერე დანარჩენი ორიც. ასეთი რამ ხდება, ამაში არაფერი კატასტროფული არ არის“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“ - თინა ხიდაშელი

✔️ „დასაკარგი დრო არა არის“ - დეგნანი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების აღსრულებაზე

✔️ „სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ბელგიის პრემიერი

✔️ „შეთანხმებული მოქმედებების დროა“ - კარლ ჰარცელი

✔️ „დროა, მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ - კელი დეგნანი