პოლიტიკა

🎥 „ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს, თუ საზღვარს გადმოლახავს, დაკავებული იქნება“ - წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი Pia.ge
1633035489
დაკოპირებულია

„თუკი ის მართლაც გადმოლახავს საჰაერო საზღვარს, დედასთან თუ ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს, აეროპორტის ტერიტორიაზე იქნება დაკავებული“, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ სააკაშვილი თავის ამომრჩეველს დააფასებს და საქართველოში დაბრუნდება.

„ჩვენ მართლაც ვიხილეთ ბილეთი და კარგია თუ ამჯერად მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დააფასებს თავის ამომრჩეველს და დაბრუნდება საქართველოში.

მინდა მათ შევახსენო, რომ სააკაშვილი დიდი ხანია უკვე არის 18 წლის და 50 წელსაც გადააბიჯა და ის მუდმივად წინ იფარებს მის ხანდაზმულ დედას. ეს ჩემში, რა თქმა უნდა, გაკვირვებას იწვევს. იმ ადამიანისთვის, რომელსაც ერის მამად წარმოუდგენია თავისი თავი ალბათ ცოტა უფრო მეტი ღირსება მმართებს თუნდაც საკუთარ მშობელთან მიმართებით.

თუკი ის მართლაც გადმოლახავს საჰაერო საზღვარს დედასთან თუ ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს, აეროპორტის ტერიტორიაზე იქნება დაკავებული“, - აღნიშნა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა კიევიდან თბილისის მიმართულებით სამგზავრო ბილეთები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 23:05 წუთზე თბილისში იქნება.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოს, რათა ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.