მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დროა“ განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავს

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

როგორც „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქცია განათლების სამინისტროსთან 15:00 საათზე გაიმართება. 

„ამოიღეთ მე-9 კლასის ისტორიის პროპაგანდისტული სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამიდან! ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში „ბელადი ბიძინას“ დიდების შეტანის გამო. 

ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ. ყველა იპოვით თქვენს ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით“, - აცხადებს ხოშტარია.