პოლიტიკა

ვხედავდი ევროკავშირი, აშშ, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა „ხალხის ძალის“ კანონს - სერგეენკო კანონპროექტზე ხმის არმიცემაზე

პოლიტიკოსი
1679160378
დაკოპირებულია

უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ  პარტიის ლიდერების მოთხოვნის მიუხედავად, „ხალხის ძალის“ კანონი მისთვის მიუღებელი იყო და სწორედ ამის გამო არ დაუჭირა მხარი. 

„ყველას აქვს უფლება და უფრო მეტიც ვალდებულება, თავისი პოზიცია გამოხატოს. ვხედავდი - ევროკავშირი, აშშ, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა „ხალხის ძალის“ კანონს და ამ ყველაფერს. მართალი გითხრათ, დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონი-თქო ვერ გეტყვით, არ მაქვს მაგის კომპეტენცია. ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. საპროტესტო აქციამ გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედა, აქცია არ ტარდებოდა როცა კენჭისყრა ჩატარდა“, - აცხადებს დავით სერგეენკო. 

კითხვებზე ტოვებს თუ არა საპარლამენტო მანდატს, სერგეენკო პასუხს არ სცემს, მაგრამ მიანიშნებს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასასრულს უახლოვდება.​

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ეს ბოლო მოწვევის პარლამენტი სადაც დავით სერგეენკო იქნება,  უმრავლესობის წევრმა უპასუხა:

„ეგ ცალსახად, რაც არ უნდა მოხდეს. არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზედაც ვოცნებობდი, მირჩევნია ექიმად ვიმუშაო. მეათე მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში და პოლიტიკაში ვარ“, - დასძინა სერგეენკომ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉„კრემლში ადამიანებმა პირველად აღიქვეს რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ისინი საპატიმროში აღმოჩნდნენ“ - ხიდაშელი

👉 მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი უკვე გამოკეტეს მოსკოვში, ის დასრულებულია - ლევან ხაბეიშვილი

👉 პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს - ერმაკი

👉„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პროპაგანდა - მამუკა ხაზარაძე

👉 კანონზე მაღლა არავინ დგას - შოლცი პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე