
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს. ამის შესახებ ყაველაშვილი პირად ფეისბუკგვერდზე წერს.
„ვფიქრობთ, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას”, - წერს დეპუტატი.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა დეპუტატებთან დიმიტრი ხუნდაძესთან და სოზარ სუბართან ერთად, პარტია „ქართული ოცნება“ ივნისში დატოვა.
სამივე დეპუტატს მიაჩნია, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატია საჭირო, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.