მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას“ - ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური

„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლებას ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან 2 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდებოდა დარღვევები, რომლებზეც მისი გუნდის სახელით 250-ზე მეტი საჩივარი დაიწერა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და უშუალოდ გუშინ მიმდინარეობდა უპრეცედენტო ზეწოლა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას და შრომას საქართველოსთვის.

2 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომლებსაც ჰქონდა ადგილი, მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. კარუსელის ფაქტებს, ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და რაც ყველაზე მთავარია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი.

ახლა ჩვენი პარტიისთვის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა, ჯერ ველოდებით ცესკოს საბოლოო მონაცემებს, ჩვენს საჩივრებზე საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას ხმების“ 47,75% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.93%.

დათვლილია საარჩევნო უბნების 62.3%.

ამავე თემაზე:

„მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

⭕ „თქვენი ბელადი არის ციხეში, თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ“ - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს (ვიდეო)

⭕„განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში“ - ირაკლი კობახიძე (ვიდეო)

⭕ „შეიძლება რაღაც დავაკელი, ამისთვის ბოდიში“ - კახა კალაძე