მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვუთხარი, ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც დაიღუპა ხერსონთან, წარმოგიდგენიათ მისი მდგომარეობა, განიცდის ყველა დანაკარგს“ - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს მკვეთრად გამოხატული სისუსტე და ექსპრეზიდენტს კიდევ რამდენიმე გამოკვლევას ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, ხერხეულიძე სააკაშვილს ხერსონში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზეც ესაუბრა.

„საერთო სისუსტე აქვს მკვეთრად გამოხატული. ელოდება ექსპერტების ჩართულობას ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევასთან დაკავშირებით. ხვალ განმეორებით უღებენ „კატეს“ კონტრასტით, ეს ვიცი და ამისთვის ამზადებენ, დამატებით კიდევ რამდენიმე ანალიზი გაკეთდება. ის, რაც მოითხოვეს უცხოელმა ექსპერტებმა.

ვუთხარი, ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც დაიღუპა ხერსონთან, წარმოგიდგენიათ მისი მდგომარეობა, განიცდის ამ ბრძოლას, ყველა დანაკარგს“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთმა კალინინგრადში „მიგ-31“ ტიპის სამი ერთეული ავიაგამანადგურებელი გადაიყვანა

👉 „გავრილოვის ღამე“ მიღებული ტერმინია, კონკრეტულ დეპუტატებს რომ რაღაც ტერმინები არ მოეწონათ, მიუთითებს, რომ არ გააჩნიათ ელჩის მიმართ ნამდვილი პრეტენზიები - სანდრო რაქვიაშვილი

👉 რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ

👉 „მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს“ - სოსო გოგაშვილი

👉 „ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა, ეს არის პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია - იაგო ხვიჩია