მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც საქართველოსთვის,  ასევე რეგიონისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირეა.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, თუ რაოდენ სერიოზული გეოსტრატეგიული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში და სამეზობლოში, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.

ზალკალიანის თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდეს და გაუტოლდეს პოლიტიკური და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დღეს არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას, რაც მინისტრის შეფასებით მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს საქართველოს მდგრად განვითარებას.

„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ხაზგასმა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის; კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმის, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში.

დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა ყველა ძირითადი მიმართულებით, თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით და სხვა.

ჩვენი სურვილია, საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე , რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ეს ორი ძირითადი მიმართულება მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს ჩვენს მდგრადობას, ჩვენს შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არის შექმნილი რეგიონში“. - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

👉ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტი ორი დღე, 17-18 ნოემბერს გაგრძელდება.