მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს

პარტია გირჩის ლიდერი

„ჩემი აზრით, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა“ , - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ამის გარანტია უნდა არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

„ბოიკოტი არის მნიშვნელოვანი მექანიზმი და კარგია, რომ მთელი ოპოზიცია ახლა არის ერთიანი და ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ ჩემი აზრით, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება თანაზომადი იყოს ვადამდელი არჩევნების. მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას არ ეღირსა.

ცხადია, თავისი გარანტიებით, რომ ეს რეფორმა ისე ჩატარდება, როგორც ამაზე ხელი მოაწერა ბევრმა პარტიამ. უბრალოდ, ეგ ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ხელისუფლების დათმობას, რაზეც მე არა მგონია, რომ ის წამოვიდეს.

კითხვა დამისვეს და ამ კითხვაზე ვუპასუხე, რომ კი, ეგეთი ვერსიები არსებობს, უბრალოდ, ყველა მათგანი ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას. ჩემი აზრით, ის ამას არ იზამს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.