პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერობაზე: შეიძლება განვიხილოთ ჩემი კანდიდატურა

ზურა ჯაფარიძე
1620394209
დაკოპირებულია

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა, მან თბილისის მერობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„ხმები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების არ ჯამდება. პირობითად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს „გირჩის“ მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერს. ისევე როგორც, მე რომ დავდექი დიდუბეში, ენმ-ს ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა და ხმა მისცა ანა დოლიძეს.

ამიტომ, სინამდვილეში ჩვენ უნდა წავიდეთ საპირისპირო გზით. პროპორციული სისტემა იმისთვის გვინდა, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. რაც შეიძლება ფართო სპექტრი უნდა იყოს ოპოზიციის წარმოდგენილი და ჯამში ოპოზიციას ჰქონდეს ბევრი ხმები, იგივე გზა არის გასავლელი.

გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული „გირჩს,“ მაგრამ ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ „გირჩს“ აქვს თავისი გზა. შეიძლება განვიხილოთ ჩემი კანდიდატურაც“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისათვის, ცნობილია, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც გეგმავს თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას.

✅„არ მინდა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები შეადარონ საფრანგეთში ნაგავში მეძებარ ხალხს“ - მიხეილ რამიშვილი

✅„ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნების“ მხრიდან მერობის კანდიდატი კახა კალაძე იყოს“ - პაპუაშვილი