მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „პალიტრას“ ეთერში აცხადებს, რომ  საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები არ აქვს. 

ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტს თავნება ადამიანსაც უწოდებს.

„სალომე ზურაბიშვილი  „სასარგებლო ბრიყვის“ როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზე ამ ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ ამათ მამაძაღლობას ყველაფერს პირს ბანს საერთაშორისო ტრიბუნაზე.

სალომე ზურაბიშვილი „მარტო სახლშია“, მშვენივრად ეპრანჭება დასავლეთს და ავტორიტეტი გაიმყარა დასავლეთში და აქაც სულ აჩენს ყალბ მოლოდინებს, იპოვა ეს ნიშა და ამ ნიშაშია.

სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი, არც ბიძინა ივანიშვილისთვისაა სანდო. თავნება ადამიანია მაინც“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.