რეგიონი

თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

თამაზ მეჭიაური და მისი მძღოლი
1600436872
დაკოპირებულია

თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მძღოლმა გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. იგი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.

გიორგი ხუმარაშვილის დედის განცხადებით, მის შვილზე თიანეთის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ზურაბ ბექაური ზეწოლას ახდენდა და მას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა.

„მეჭიაურს გადაუდგა და ზეწოლას ახდენდა ჩემს შვილზე. ინფორმაციის გაგება უნდოდა, სად მიდიოდნენ, სად მოდიოდნენ, ვის ხვდებოდნენ, ის ვერ იგებდა და ამიტომ აიძულა ჩემი შვილი აქამდე მისულიყო“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან გიორგი ხუმარაშვილის დედამ.

მისი თქმით, თოკზე ჩამოკიდებული შვილი თავად ნახა.

თიანეთის მერის რამაზ მეჭიაურის განცხადებით, არ იცის კონკრეტული მიზეზი, რის გამო სცადა ახალგაზრდამ თვითმკვლელობა, თუმცა აღნიშნავს, რომ თიანეთის ყოფილი გუბერნატორისა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა კერესელიძის მხრიდან მის ამომრჩევლებზე ზეწოლა წლებია მიმდინარეობს.

თავად ზურაბ ბექაური შალვა კერესელიძესთან მეგობრობასა და გიორგი ხუმარაშვილზე ზეწოლას უარყოფს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პირადად მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი.

ამ დროისთვის, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ“, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა. 
1643208047
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
„შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1643182594
„საკმაოდ სწორი რეზოლუციაა, კონკრეტული, მყარი და ამავე დროს, ობიექტური... ბოდიში ნაცებს, ლილიპუტინს არ ვწერთ და მეორე დღეს ყველა ჰესს არ ვუფორმებთ რუსებს.... ძალიან მიყვარს უკრაინა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია. 
1643212857
ექსპერტი ანდრია გვიდიანი Pia.ge

ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია, უ...

„ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
ოპოზიცია არ ეთანხმება და მოითხოვს უფრო მეტ რადიკალიზმს, თითქოსდა ისინი...
„ამ ადამიანების მიზანი ერთია, აირიოს სიტუაცია ქვეყანაში და აქედან სარგებელი ნახონ! მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის მომავალს და მის მომავალზე გათვლილ პოლიტიკას! ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღესაც, როდესაც ქვეყანაში არსებული პარტიებიდან წოდებული მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ქვეყნის უბედურების ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე. 
რეზოლუცია სრულად გამსჭვალულია მხარდამჭერი სულისკვეთებით; რის გამო არ მ...
„კარგი იქნებოდა ისე ოპოზიციას, ის რეზოლუციები გახსენებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს, „ნაცმოძრაობის“ წევრების ხელმოწერით რომ დააბრალეთ და არც ის დაგავიწყდეთ ცხინვალის დაბომბვას კასეტური ბომბებით, რომ იჩემებდით. და ბოლოს, შემოიხვიეთ შარფებად დროშები, დაიჭირეთ ხელში ბუშტები, დაეწყვეთ ოცეულებად ან ასეულებად და წაბრძანდით უკრაინაში, ვაი და მართლა ომი, რომ დაიწყოს, უკრაინას თქვენი პოპულისტურ-პროვოკაციული რეზოლუციები კი არ დაჭირდება არამედ ცოცხალი ძალა - წინ ფრონტის ხაზზე, თან რუსეთთან ომისა და გამარჯვების გამოცდილება თქვენ, რომ გაქვთ, სწორედ ასეთი უნდა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის გავრცელებას, რის ხელმოწერაზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა. 
დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: საკუთარი მოღალატეობრივი ინტერესების გა...
„უკრაინაში ომის არდაშვება და საქართველოს ღრმა შეშფოთება შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა - საფუძვლად დაედო ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის შინაარსს, რომლის შემუშავებაზე კოლექტიურმა ნაც/ოპოზიციურმა სპექტრმა უარი განაცხადა“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის უარს საპარლამენტო რეზოლუციის პროექტზე ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით.