
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერია-სათნოების სახლი საავტომობილო გზის 1230 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა.
პროექტის განხორციელებისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 236 106 ლარი დაიხარჯა.