რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კარწახის გზა
1584423873
დაკოპირებულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე,  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.