მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ყოველი დღე ორშაბათის გარდა, მოქალაქეთა მიღების იქნება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ყოველი დღე ორშაბათის გარდა, მოქალაქეთა მიღების იქნება. როგორც მერმა აღნიშნა, გამგეობაში, მოქალაქეთა მიღება, ორშაბათის გარდა, ყოველდღე იწარმოებს და მათ პრობლემებს მოისმენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ მერისა და მერიის თანამშრომლების მხარდაჭერა-თანადგომა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ ხევსა და მოხევეებს.  მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთა ჩართულობა იმ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ.  მოსმენა, ვის რა უჭირს, რა სახის თანადგომა ესაჭიროება. მესმის, შეიძლება ყველა პრობლემა ერთდროულად ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ როცა რაღაცას ვერ გავაკეთებთ, ან რაღაც არ შეიძლება, კანონს ეწინააღმდეგება, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და იცოდეს, რატომ ვერ სრულდება კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს“, - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

მოქალაქეს მერთან შეხვედრა წინასწარ შეთანხმების გარეშე, ორშაბათის გარდა, ყოველ სამუშაო დღეს შეეძლება 10:00-18:00.