მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის პორტში სატვირთო ვაგონი ბეტონის ღობეს დაეჯახა - დაზიანდა 4 ავტომობილი

ბათუმის პორტში სატვირთო ვაგონი ბეტონის ღობეს დაეჯახა და 4 ავტომობილი დაზიანდა

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში სატვირთო ვაგონი ბეტონის ღობეს დაეჯახა, რის შედეგადაც 4 ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მატარებელს, რომელსაც ბორანზე ტვირთი აჰქონდა, სამუხრუჭე სისტემა დაუზიანდა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.

📷ajaratv