მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მეხუთე ცხედარი იპოვეს 

ჩამონგრეული კორპუსი ბათუმში

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს, ის მცირეწლოვანია.

ამ დრომდე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან ორი ბავშვია, სამი კი ზრდასრული.

ნანგრევებიდან სულ ამოყვანილია 5 გარდაცვლილი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, 2 არასრულწლოვანია.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

8 ოქტომბერს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს. მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილია 7 ადამიანი. 2 მათგანი, 35 წლის ქალი და 37 წლის კაცი მკურნალობას საავადმყოფოში გადიან, ხოლო ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი, მაშველებმა ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.