მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 8 ადამიანია მოყოლილი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა Pia.ge 8.10.2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსში, სავარაუდოდ 8 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

ამავე ცნობით, 8 ადამიანიდან 3 არასრულწლოვანი, ხოლო დანარჩენი ზრდასრული უნდა იყოს.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, ნგრევის დროს, ერთ-ერთ სახლში ქალი ორ შვილთან და მაზლთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი