რეგიონი

ბათუმში ორი მანქანა დაიწვა

ბათუმში დამწვარი მანქანები
1626157383
დაკოპირებულია

ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. მინივენში გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც გამოიწვია ხანძარი და ცეცხლი მსუბუქ ავტომანქანაზე გადავიდა.