მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ტრაგედიის ადგილზე ბავშვები საყვარელ სათამაშოებს ტოვებენ (ფოტოკოლაჟი)

ბათუმი

ბათუმში იქ, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ახლა მხოლოდ ერთი კედელია აღმართული. ეს არის ე. წ. გლოვის კედელი.

26 მაისის ქუჩის 13 ნომერში არ წყდება სამძიმრის გამოსახატავად მისულ ადამიანთა ნაკადი.

სოლიდარობის ნიშნად დილიდან მიდიან ტურისტებიც. ტრაგედიის ადგილზე, ასევე, განთავსებულია სხვადასხვა ენაზე დაწერილი სამძიმრის წერილები, ბავშვები კი თანატოლებს, რომლებიც მძიმე ტრაგედიას ემსხვერპლნენ, საყვარელ სათამაშოებს უტოვებენ.

შეიქმნა სპეციალური ფონდიც მათთვის, ვინც დაშავდა, დაზიანდა და დაზარალდა 2 დღის წინ განვითარებული პროცესების შედეგად.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, ღმერთს შევთხოვ, მოგვცეს გამძლეობა“ - ილია II

📣10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

📣საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა