გურიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იუწყება.
„არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში დადგინდა სურსათის მიმწოდებლები, რომლებიც საბავშვო ბაღებს 8 დღის მარაგს აწვდიან.
გაიცა დამატებითი მითითებები გენერალური რეცხვა-დეზინფექციისა და პერსონალის ენტერობაქტერიებზე კვლევის შესახებ. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება“, - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 ბაღში 100-მდე ბავშვი მოიწამლა. ინტოკსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ, საკვები გახდა.