მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება

ჯანდაცვის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, რეაბილიტირდა გარე ფასადი, შიდა სივრცე და საკანალიზაციო სისტემა.

სამუშაოები ასევე ითვალისწინებს შენობაში ცენტრალური გათბობის ქსელის მოწყობასაც. პროექტის დასრულების შემდგომ, ცენტრი, სტანდარტებთან შესაბამის, თანამედროვე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„კორონა ვირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ ჯანდაცვას. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და ცენტრი მუშაობას უკვე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებს. მუნიციპალიტეტში პანდემიის მართვის პროცესში ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ლომის წილი მიუძღვის.

აქ მომუშავე სპეციალისტები ყოველთვის მზად არიან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგნენ, ეს ადამიანები კი გამართულ შენობაში მუშაობას უდავოდ იმსახურებენ,“ - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.