რეგიონი

ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2021“ ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა

ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2021“ ყველაზე  სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა
1652460002
დაკოპირებულია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით გამოცხადებულ კონკურსში „სუფთა რეგიონი 2021“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

ნომინაციაში „სუფთა, ლამაზი ქუჩა“ გამარჯვება ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩამ მოიპოვა.

სპეციალური ჯილდო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს თბილისის საკრებულოს შენობაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.

„მოხარული ვარ, რომ ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალურ ნაწილში  მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ისტორიული ქუჩა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2021“ ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა. ამ ჯილდოსთვის მსურს, კონკურსის ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო.

ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს ქალაქ ბოლნისში მოწესრიგებული, სუფთა გარემო შექმნას და ქალაქის იერსახეზე იზრუნოს, ამ მიმართულებით კი ჩვენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა და ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.