მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩოხატაურის მერი: ბუკნარში მოსახლეობის დაპირისპირებულ ჯგუფებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება

ჩოხატაურის მერი

ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას განცხადებით, სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსულმან მაცხოვრებლებს შორის კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული და მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება. 

„აქამდე ეს არ იყო კონფლიქტი. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირადად მე დაახლოებით 7 შეხვედრა მაქვს ჩატარებული ამ სოფლის ქრისტიან და მუსულმან მაცხოვრებლებთან. იყო საკითხები, რომელზეც თანხმდებოდნენ, თუმც იყო პრინციპული საკითხები, რომელზეც ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმება მიღწეული. სამწუხაროდ, გუშინ მოხდა ინციდენტი, რამაც გაართულა მოლაპარაკებები“, - აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

ამ დროისთვის ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან შეკრებილი. ადგილზე კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი გაკეთდეს.