რეგიონი

დავით შერაზადიშვილი: ბოლნისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი
1637833837
დაკოპირებულია

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას. კამპანიის ფარგლებში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, კამპანიის პირველ დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის, აქტიური მოქალაქის თამრიკო ბობოხიძის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება.

აქტიური ქალები საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი როლს ასრულებენ, ამიტომ მათი მხარდაჭერა ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების პროცესში უდავოდ მნიშვნელოვანია.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და მათ არაერთ სერვისს სთავაზობს, მათ შორის ბინის ქირით უზრუნველყოფასა და ერთჯერად მატერიალურ დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ასევე ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ბოლნისის სათნოების სახლთან არსებული „ქალთა კრიზისული ცენტრი“ მოქმედებს, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს შესაბამის დახმარებას უწევს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მხოლოდ საჭირო სერვისების შეთავაზებით არ შემოიფარგლება  და ჩვენ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, საზოგადოებაში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთ საინფორმაციო კამპანიასაც ვახორციელებთ.

თანასწორი გარემოს შექმნა, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემცირება და პრევენცია ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რაც ჯანსაღი საზოგადოების შექმნისთვისაა აუცილებელი, ამიტომ საჭიროა, ყველამ ერთად გავიაზროთ ამ პრობლემის არსი და მის მოსაგვარებლად ერთად აქტიურად ვიმუშაოთ.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - დევიდ მარია სასოლისთან ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.