რეგიონი

გარდაბანში სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა გაიხსნა

გარდაბანში სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა გაიხსნა
1631885889
დაკოპირებულია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის ცნობით, გახსნის ცერემონიას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - თეა წულუკიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაესწრო.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, მსმენელის წინაშე მუსიკალური ნომრებით თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „ბეთანია“ და „აკრიანე“ წარდგნენ.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის სამუსიკო სკოლა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და მუსიკალური ინსტრუმენტებით. სკოლაში სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებაზე 54 მოსწავლე ირიცხება. სკოლა მაღალკვალიფიციური პედაგოგებით არის დაკომპლექტებული.

მუსიკალური სკოლის მშენებლობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა,სამუშაოების ღირებულება 276 626 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, მარტყოფის სამუსიკო სკოლა, 1969 წელს, სულხან ცინცაძისა და ოთარ თაქთაქიშვილის მიერ დაარსდა.

ბაიდენი ომიკრონზე

„ომიკრონის“ გამო აშშ ლოკდაუნს არ დაუბრუნდება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამო შეერთებული შტატები ლოკდაუნის დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ BBC იუწყება. 
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.1179 ლარი შეადგინა.
1638277643
საბერძნეთში 60 წელზე უფროს ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის შემთხვევაში ყოველთვიურად 100 ევროთი დააჯარიმებენ. ამის შესახებ Reuters იუწყება. 
1638274805
„რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 
1638217587
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური Pia.ge

ძალიან უხერხულია, რომ ლელოს წარმომადგენლები პარალელს ავლებენ გაუბედურე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
ქედის მერიის ორგანიზებით, სოფელ ვაიოში განლაგებულ კომპლექსში, „Winelan...
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა  და ქედის მერიის ორგანიზებით, სოფელ ვაიოში განლაგებულ კომპლექსში, „Wineland-ღვინის მხარეში“, კონფერენცია „ადგილობრივი განვითარების აქტორები - თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“  გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 
„ოპოზიცია პოპულისტურად ცდილობს, პრემიერის ინიციატივების „გაშავება“ მოა...
„ფარმაცევტული ბიზნესის საკითხზე იდეა ძალიან მომწონს, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს. იდეა, რომ ამის რეგულირება მოხდეს აუცილებელია, რადგან სააფთიაქო ვაჭრობა საზოგადოებისთვის ძალიან დიდ პრობლემად იქცა და აუცილებელია ამის მოგვარება. სუბიექტური ვიქნები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ  საქართველოს კანონმდებლობით ზოგადად სათამაშო ბიზნესი 2005 წლის კანონმდებლობით რეგულირდება, იგი რეალურად უნდა იყოს მეტად დახვეწილი და ძალიან კარგია როდესაც ბატონმა პრემიერმა გააჟღერა ეს ინიციატივა. საქართველოში ბევრ სხვა სოციალური პრობლემებთან ერთად ლუდომანიაც ძალიან პრობლემატური და მზარდი დაავადებაა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. მე იმედი მაქვს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირება მალე დაიწყება და პარლამენტი მხარს დაუჭერს ბატონი პრემიერის ინიციატივას“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე  PIA.GE-სთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სათამაშო და ფარმაცევტული ბიზნესის რეგულირების საკითზე გაკეთებულ განმარტებას.
საქართველომ ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმს GeoIGF 2021 უმასპინძლა
30 ნოემბრიდან  1 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ინტერნეტ მმართველობის  რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 იმართება. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით ტარდება.