მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი მეშველიანი: ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულება

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი

საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანის ცნობით წალკის მუნიციპალიტეტში დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-169) იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საწყისი 7,3 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები. 

მისი თქმით, პროექტი 2-წლიანია და პირველ ეტაპზე მოეწყობა 4 -კილომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო  ამ დროისათვის უკვე დაგებულია 1 კმ.  ასფალტი. სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს  4 149 899.99 ლარს.

„მახარებს ის ფაქტი, რომ შევძელით მოსახლეობისთვის კიდევ ერთი  პრობლემური საკითხის მოგვარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულება და ადამიანების მოლოდინის გამართლება.წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარეთის მოსახლეობა  წლების მანძილზე ითხოვდა  საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვას და საუბრობდა მოუწესრიგებელი გზისგან წარმოქმნილი  პრობლემებზე.

ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით  მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების მოგვარებაზე. აღნიშნულ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რამაც შედეგი გამოიღო“, - წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.