რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

გზის გაწმენდითი სამუშაოები
1584605679
დაკოპირებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის ერთ მონაკვეთზე (კმ93-კმ99) ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა.

უწყების ცნბით, გზის მეორე მონაკვეთზე (კმ99-კმ106) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა და ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა მონაკვეთზე უმოკლეს ვადებში აღდგება.