მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება  გურიაში ამ დრომდე ვერ განიმუხტა

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში კრიმინალური პოლიციის ქვედანაყოფია მობილიზებული.

რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა “მამქოლში“ გადაყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დაჭირდა.

მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, სადაც ექნებათ თავისუფლად ლოცვის უფლება. რასაც ადგილობრივების ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს რამდენიმე სისხლის სამართლის პროცესის საქმე აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებდა დაპირისპირებულ ორივე მხარესთან და კვლავ გრძელდება კონფლიქტის მოგვარების გზების მოძიება.