რეგიონი

გურჯაანში სამარშრუტო ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ

მძღოლების აქცია გურჯაანში
1584607667
დაკოპირებულია

სამარშრუტო ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ გურჯაანში მომუშავე მძღოლები. მათი ნაწილი ავტოსადგურში შეიკრიბა და მოთხოვნები გააჟღერა.

მძღოლები რეგულაციის მოქმედების დასრულებამდე, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს გურჯაანის მერი შეხვდა. არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, საკითხს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების გამო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა.