
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, მონიტორინგის ფარგლებში, მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
აქტიურ ფაზაშია ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პარალელურად, რეაბილიტირდება 862 გრძივი მეტრის შემოვლითი გზის საფარი, რაც ნაწილობრივ განტვირთავს ქალაქში საავტომობილო მოძრაობას.
პროექტის ღირებულება 783 087 ლარს შეადგენს და 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დასრულდება.