მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მუნიციპალიტეტმა სიგელი მიიღო

ქედის მუნიციპალიტეტმა მიიღო სიგელი

2020 და 2021 წელს სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის სამოქალაქო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისათვის ქედის მუნიციპალიტეტმა სიგელი მიიღო.

დაჯილდოება „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოს“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა.

პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი/Independent Journalists' House ახორციელებს.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ.