მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

გზების შეკეთება

ზედა ლეღვა-ჯამის დასახლების 1,5 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„პროექტის მიხედვით მოეწყო სანიაღვრე არხები და მილები, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის შემდეგ მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 40 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას“, - აღნიშნულია  ინფორმაციაში.