რეგიონი

ლიკანის ტყეში ხანძარია

ხანძარი გურიაში
1583770185
დაკოპირებულია

ლიკანის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 20 მეხანძრე-მაშველი და სპეცტექნიკა ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ძირითადად ბალახს უკიდია.

დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

ხანძარი ადგილობრივებმა დაახლოებით, 16:00 საათზე შენიშნეს. ცეცხლი ჯერ ბალახს ეკიდა, შემდეგ კი ხეებზე გადავიდა. ტერიტორია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება.