მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა

თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“ გაიმართა სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და მარნეულის სპორტული სკოლის დამაარსებლის, თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი  „I ლიგა“ ჭაბუკთა შორის.

შეჯიბრი მარნეულის სპორტული სკოლისა და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა; მასში მონაწილეობდნენ ძიუდოს კლუბები მთელი საქართველოდან. ტურნირის საპრიზო ფონდმა 30 000 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და წელს უკვე მეათედ გაიმართა. ჩემპიონატის მიზანს ძიუდოს პოპულარიზაცია, ძიუდოს კლუბური სისტემის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა წარმოადგენს.