რეგიონი

მიხა არაბულისთვის, ხელისუფლების ჩართულობითა და ბიზნეს-სექტორის დახმარებით, მზის ახალი პანელები შეიძინეს

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე
1659597976
დაკოპირებულია

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზეისტეჩოში მცხოვრები, 80 წლის მიხა არაბული მოინახულა და საკვები პროდუქტები გადასცა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიხა არაბულის საჭიროებებს გაეცნენ, რის შემდეგაც, მის საცხოვრებელ სახლთან მზის ახალი პანელების დასრულებული სამონტაჟო სამუშაოები მოინახულეს.

„დღეს პირაქეთა ხევსურეთის მკვიდრთან, მიხა არაბულთან ვიმყოფებით. ის გორშეღმის ხეობის სოფლების ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია. სამწუხაროდ, უამინდობამ მიხა პაპას მზის პანელები დააზიანა და მათი ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო. ამიტომაც, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ჩართულობით და ბიზნესის წარმომადგენლების მხარდაჭერით, შეძენილი და უკვე დამონტაჟებულია მზის ახალი პანელები. შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, ხოლო ამ მხრივ არსებული პირობები - გაუმჯობესებული.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მიხა პაპას დასახმარებლად თუნდაც მცირედი წვლილი გაიღო. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.