
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკომ "საპრეზიდენტო არჩევნების" საბოლოო შედეგები გამოაცხადა.
საბოლოო ე.წ. ოფიციალური მონაცემებით, დე-ფაქტო რესპუბლიკის განმეორებით “საპრეზიდენტო არჩევნებში” ხმათა 56,5 %-ით ოპოზიციონერმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. მას ხმა 53 741-მა ადამიანმა მისცა.
სულ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა “ამომრჩებლების” 71, 56 %-მა მიიღო. განმეორებითი “არჩევნები” ოკუპირებულ აფხაზეთში 21 მარტს ჩატარდა. აღნიშნული პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა.