მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოზურგეთის ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა

ლანჩხუთი საბავშვო ბაღი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 100- მდე ბავშვი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია ავრცელებს.

ბავშვების მოწამვლის ფაქტს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა ჭყონია ადასტურებს. მისივე განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში 15 ოქტომბერს განახლდა. მეორე დღეს კი ბავშვებში მოწამლის სიმპტომები - მაღალი სიცხე, დიარეა და ღებინება აღენიშნა.

ბავშვების მოწამვლის ფაქტები ოზურგეთის მასშტაბით 11 ბაღში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია.

ადგილზე სიტუაციას ეპიდემიოლებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს.