მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა Pia.ge

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამ დროისთვის სამი ადამიანია ამოყვანილი. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ექიმების თქმით, ნანგრევებიდან გამოყვანილი 35 წლამდე ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 37 წლის ზვიად თავდგირიძეს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება უკვე გაუწიეს და მას კვლევები უტარდება.

ნანგრევებიდან გამოყვანილი 37 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრშია“ მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორი დეა ქაჯაია აცხადებს, დაშავებულს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა და მარცხენა კოჭის არეში ღია მოტეხილობა.

ნანგრევებიდან ამოყვანილ ქალს რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ქალი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანის შემდეგ ქალს გულის გაჩერება 4-ჯერ დაუფიქსირდა. მას კიდურების მოტეხილობა აქვს.

ბათუმში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები დაახლოებით 15-მდე ადამიანს ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

სამაშველო სამუშაოებში რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს. მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს. მოგვიანებით კი ნანგრევებში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„კამერები ნახეს პოლიციელებმა და გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა ასე არ ხდება“ - შს მინისტრი

⭕ „მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი