რეგიონი

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში ყურძნის გადამმუშავებელი კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით,  კახეთის რეგიონში  ყურძნის გადამმუშავებელი  კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა
1635312899
დაკოპირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 23 მევენახე ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 20 ჰა-ზე მეტი ვენახია.

ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 700,000 ლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 495,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. კოოპერატივი ღვინის ექსპორტს გეგმავს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედ კოოპერაციულ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი მიიღო, კოოპერაციული საწარმოს შექმნით, თითოეულ მევენახეს მიეცა საშუალება, საკუთარი მოყვანილი ყურძენი გადაამუშაოს, შექმნას დამატებითი ღირებულება და მიიღოს მეტი შემოსავალი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 839 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც გაერთიანებულია 9,109 მეპაიე, მათ შორის, კახეთის რეგიონში 120 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, სადაც 1,392 მეპაიეა გაერთიანებული.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
„შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1643182594
ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
1643215386
საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
1643215242
ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი გახსნა

ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისა...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაურის საჯარო ლექციით - „საკანონმდებლო ხელისუფლება თანამედროვე საქართველოში“, გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი.
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკ...
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წა...
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, სრულად გამოხატავს როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას, ასევე სრულად ჯდება დიპლომატიური ურთიერთობის სტანდარტებში - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. 
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე თქვენი მხრიდან უარი აჩვე...
„საქართველო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში გასაგზავნი რეზოლუციის შემუშავების საკითხს.