რეგიონი

სამაშველო ოპერაცია ბათუმში უკვე რამდენიმე საათია გრძელდება (ფოტოები)

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა Pia.ge
1633724438
დაკოპირებულია

26 მაისის ქუჩაზე ინტენსიური საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით 300 მაშველია ჩართული.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო და მუნიციპალური სამსახურები. ალტერნატიულ ფართში გადაყვანილია ოჯახები.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სავარაუდოდ, ნაპოვნია ერთი ცხედარი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„კამერები ნახეს პოლიციელებმა და გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა ასე არ ხდება“ - შს მინისტრი

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი