რეგიონი

სასულიერო პირებმა ბორჯომის ქუჩები აკურთხეს

ბორჯომის ქუჩების კურთხევა, კორონავირუსი
1584614541
დაკოპირებულია

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის მეუფე ლაზარეს ლოცვა-კურთხევით დღეს, 18 მარტს, ბორჯომში ქუჩები იკურთხა.

სასულიერო პირებმა სტიქაროსნებთან ერთად, მსვლელობა საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს, აკურთხეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები. ქალაქის კურთხევის პროცესში ეპარქიის 10 მოძღვარი იღებდა მონაწილეობას.

კორონავირუსის გამო, საქართველოს მასშტაბით, სასულიერო პირების მიერ მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქის კურთხევა.