
შატილში სკოლა-პანსიონის აღდგენის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სკოლა-პანსიონის აღდგენით სამუშაოებს მილიონ-ნახევარი ლარი მოხმარდება, რომელიც მთის ფონდიდან გამოიყოფა.
"შარშან, ოქტომბერში შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენდით ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოაქვს დღეს საკითხი, მთის ფონდიდან გამოიყოფა მილიონ ნახევარი ლარი, იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ერთი სეზონის ფარგლებში შატილში ბავშვებს სკოლა-პანსიონი აღვუდგინოთ. ეს დაპირება რა თქმა უნდა შესრულედება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.