მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სკოლებში სწავლა ხელვაჩაურშიც პირველი ოქტომბრიდან განახლდება

ხელვაჩაურში სწავლა პირველი ოქტომბრიდან დაიწყება

საკლასო ოთხებში სწავლის შპროცესი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც პირველი ოქტომბრიდან განახლდება. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, კორონავისურთან დაკავშრებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მომატებული რისკების ფონზე ჩვენ ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ბათუმსა და ქობულეთს დაემატა ხელვაჩაური, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება 1-ელი ოქტომბრიდან, ხოლო მანამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება. მაღალმთიან აჭარაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძის განმატრებით, აჭარაში სკოლების შემოწმება მიმდინარეობს. შემოწმების შედეგების თანახმად, სკოლების უმეტესობა სტანდარტს აკმაყოფილებს.

ამავდროულად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა კოორდინაცია გაუწიოს სასტუმროებს, სადაც უსიმპტომო პაციენტებს გადაიყვანენ.

ინფორმაციითვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო, საქართველოს 6 დიდ ქალაქში: ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, გორი, ზუგდიდი და ფოთი, სწავლა საკლასო ოთახებში პირველი ოქტომბრიდან განახლდება, ხოლო მანამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.